სურსათის ეროვნული სააგენტო

ობიექტი, სადაც მიმდინარე წელს 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა ობიექტი, სადაც მიმდინარე წლის შემოწმების შედეგად 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს "აგროფერმა" სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა და ბოლო შემოწმებისას 500 კგ. ვადაგასული ხორცი აღმოჩნდა, მთლიანად მიმდინარე წლის განმავლობაში კი ორ ტონაზე მეტი.

"ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყება ასევე განმარტავს, რომ ხორცი მაღალი რისკის სურსათია და მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

კომენტარები