NBA

კევინ დურანტი ფაჩულიას გამოექომაგა: ის უბრალოდ მოუქნელია

bleacherreport.com

Golden State Warriors-ის ვარსკვლავი, კევინ დურანტი ზაზა ფაჩულიას გამოქეომაგა.

"არ ვფიქრობ, რომ ზაზა ვინმესთვის ტკივილის მიზანმიმართულად მიყენებას ცდილობდა, ის უბრალოდ მოუქნელია. მიხარია, რომ რასი არ დაშავებულა", - თქვა დურანტმა

NBA-ის შაბათს, ფაჩულიას "გოლდენ სთეით ვორიორსი" და "ოკლაჰომა სითი სანდერსს" შორის გამართულ შეხვედრაზე სანდერისის მოთამაშე რასელ ვესტბრუკი ფარქვეშ ბურთზე ნიკ იანგთან ბრძოლისას წაიქცა. მასთან ერთად წაიქცა თავად იანგიც, რამდენიმე წამის შემდეგ კი - ზაზა ფაჩულიაც, რომელიც ვესტბრუკს ფეხებზე დაეცა. 

მატჩს შემდეგ რასელ ვესტბრუკმა თქვა, რომ ფაჩულია "ბინძური მოთამაშეა" და რომ მას "ეს შემთხვევით არ მომხდარა. მას არავინ შეხებია, ის ჩემს ფეხებზე დაეცა, ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა".  

კომენტარები