განზრახ მკვლელობა

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯეს

Getty Images

დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 23:10 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი ე.გ. წარსულში არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით მეზობელთან - ფ.ზ.-სთან მივიდა. მათ შორის საუბარი კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ე.გ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ფ.ზ.-ს თავის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებისშედეგად ფ.ზ. 15 ივლისს გარდაიცვალა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ე.გ. 2017 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები