განაში მასწავლებელი ინფორმატიკის გაკვეთილზე, კომპიუტერულ პროგრამებს დაფაზე ხატვით ასწავლის.
სკოლაში, სადაც ოვურა კვადვო ასწავლის, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ ბავშვებმა სათანადოდ შეძლონ კომპიუტერული პროგრამების შესწავლა. ამიტომ განელი მასწავლებელი ამ ყველაფერს დაფაზე ვიზუალური გამოსახულებების ხატვით ხსნის.
"ამ ყველაფერს ვაკეთებ, რათა ბავშვებმა შეძლონ გაგება რას ვასწავლი მათ. სულ მცირე, მათ წარმოვუდგენ სურათს, რაც შემდეგ კომპიუტერში დახვდებათ." - თქვა ოვურა კვადვომ.