არჩილ ტატუნაშვილის საქმე

ტატუნაშვილის საქმეზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ლიტვა ისაუბრებს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ ხვალ, 27 თებერვალს დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მოკვლის საქმეზე ისაუბრებს. 

"ეს [ტატუნაშვილის მკვლელობა] რუსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში არსებული რეპრესიული რეჟიმის მახინჯი სახეა. მე ვგმობ საქართველოს მოქალაქეების დევნას და გამოვდივარ ინიციატივით, რომ ადგილზე შეიქმნას ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. მე ამ საკითხს საგარეო საქმეთა საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე წამოვაყენებ,"- წერს ლინკევიჩუსი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები