ხანძარი სავაჭრო ცენტრ თერგში

დამწვარი "ბავშვთა სამყაროს" გვერდით, ამჯერად სავაჭრო ცენტრი "თერგი" იწვის

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ Lika Zakashvili

თბილისში, ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" გვერდით, რომელიც 2017 წლის ივლისში დაიწვა, სავაჭრო ცენტრი "თერგი" იწვის. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მუშაობს. 

"არის ღია ცეცხლი და ხანძარი ჯერ ლოკალიზებული არ არის,"- გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

დამატებით ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები