სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძრის ჩაქრობას 35 სახანძრო ბრიგადა ცდილობს

TV Kvemo Kartli

სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძარი ამ დრომდე არ არის ლოკალიზებული. ადგილზე მომუშავე სახანძრო-სამაშველო ბრიგადების რაოდენობა 15-დან 35-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყება ჯერჯერობით არ საუბრობს ხანძრის გამომწვევ თუ სხვა დეტალებზე. მათივე ცნობით, არცერთი ადამიანი არ დაშავებულა. 

სავაჭრო ცენტრი "თერგი" თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" გვერდით მდებარეობს, რომელიც 2017 წლის ივლისში დაიწვა. 

კომენტარები