"თერგში" ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია 3 000 კვ. მ.-ის ფართობი

TV Kvemo Kartli

თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე 26 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აგრძელებს მუშაობას. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დამწვარია, დაახლოებით, 3 000 მ2-ის ფართობი. გამომწვევ მიზეზებზე და დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჯერჯერობით არ საუბრობს. 

"თერგში", რომელიც 2017 წლის ივლისში დამწვარი ყოფილი "ბავშვთა სამყაროს" გვერდით მდებარეობს, ხანძარი დაახლოებით ღამის 12 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე თავიდან 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, შემდეგ კი მათი რიცხვი 35-მდე გაიზარდა. 

საგანგებო სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ხანძარს, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

დამატებით ინფორმაციას ტაბულა მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები