სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

პირველი არხი

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ "თერგში" ხანძარი რამდენიმე საათია, ლოკალიზებულია, თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 

ადგილზე მაღაზიების მფლობელები ცეცხლის სრულად ჩაქრობას ელოდებიან, რათა საკუთარ სავაჭრო ფართებში შევიდნენ. მათი თქმით, პროდუქტი დაზღვეული არ ჰქონდათ და ათიათასობით ლარის ზარალი მიადგათ. 

სავაჭრო ცენტრ "თერგს" ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია 3 000 მ2-ის ფართობი.

ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები