გარემოს დაცვის სამინისტრო: თებერვალში უკანონო თევზჭერის 26 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით თებერვალში თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.  

"ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3,  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა  თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის,  შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ." - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები