სირია

BBC: სირიაში ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ ქალებს სექსუალურ კავშირს სთხოვენ

Getty Images

BBC-ს ინფორმაციით გაეროს და სხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ სამხრეთ სირიაში გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის შემდეგ ქალებს მათი მიღების სანაცვლოდ სექსუალურ კავშირს სთხოვენ.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით მამაკაცები, ვისაც ეს დამხარება დაზარალებულ რეგიონებში შეაქვთ ქალებს საკვების სანაცვლოდ სექსს სთხოვენ. ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების მუშაკების თქმით შემთხვევები იმდენად გავრცელებულია, რომ ზოგერთი ქალი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად ცენტრებში მისვლაზე უარს ამბობს, რადგან ხალხი მიიჩნევს, რომ მან სანაცვლოდ სხეული გაყიდა. თანამშრომლების თქმით ზოგიერთი ორგანიზაცია მსგავს შემთხვევებზე თვალს ხუჭავს, რადგან ადგილობრივი პარტნიორების გარეშე სახიფათო ზონებში ჰუმანიტარულ დახმარების შეტანა ვერ მოხერხდება.

გაერო და სხვა ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან მსგავს ფაქტებს და რომ მათი ან მათი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებთან დაკავშირებით მსგავსი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

მსგავსი ინფორმაცია სამი წლის წინაც გავრცელდა. თავდაპირველად მსგავსი შემთხვევები იორდანიაში სირიელი მიგრანტების თავშესაფარში გამოვლინდა. როგორც ახალი ცნობებიდან ირკვევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ გაფრთხილებას შედეგი არ გამოუღია.

შეგახსენებთ, რომ დღეს აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთის მიერ ინიცირებული 5-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევა ძალაში. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ანკლავიდან მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს. უცნობია მოხერხდება თუ არა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა რეგიონში, რომელსაც უკანასკნელი 7 დღის მანძილზე ბაშარ ალ-ასადის ძალები ბომბავენ.

კომენტარები