განათლება

ზოგიერთი საბაკალავრო პროგრამა 3-წლიანი, სამაგისტრო კი 1-წლიანი ხდება

Getty Images

ზოგიერთი საბაკალავრო პროგრამა 3-წლიანი ხდება, მცირდება სამაგისტრო პროგრამის სწავლების ხანგრძლივობაც. 

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც განათლების მიმართულებით რამდნიმე კანონში უნდა განხორციელდეს, უკვე დარეგისტრირებულია. 

"განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის, რომელიც მოიცავს არანაკლებ 90 კრედიტს, შემუშავების წესს", - წერია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტში

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "სამაგისტრო პროგრამების განხორციელებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულებაზე და სტუდენტებს ჯამურად შეუმცირდეთ გადასახდელი სწავლის საფასური". 

ამ ეტაპზე იმისთვის, რომ ბაკალავრის ხარისხი მიიღოს, სტუდენტმა 240 კრედიტი უნდა დააგროვოს, მაგისტრის ხარისხისთვის კი 120 კრედიტის დაგროვებაა საჭირო. თუმცა, ჯერჯერობით, არ არის დაკონკრეტებული, კერძოდ რომელ საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხებათ ცვლილება. 

კომენტარები