ლევან კალანდაძე

ლევან კალანდაძე ბიზნესომბუდსმენმა მოადგილედ დანიშნა

2030

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ საკუთარ მოადგილედ ეკონომისტი ლევან კალანადაძე დანიშნა. თავად ლექვინაძე ბიზნესომბუდსმენი რამდენიმე კვირის წინ გახდა.

კალანდაძე 2016 წელს GDS-ზე, გადაცემა 2030-ის კონსულტანტი იყო ეკონომიკურ საკითხებში. კალანდაძე ასევე იყო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

2010-2011 წლებში კალანდაძე მუშაობდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად.

2008-2009 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციაში MERCY CORPS ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის მკვლევარად.

2005-2008 წლებში მუშაობდა კონსალტინგურ კომპანიაში UGBC COMPANY ბიზნესის განვითარების კონსულტანტად და ბიზნეს-რისკების მართვის კონსულტანტად.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურში უფროსის მოადგილედ.

2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილედ.

1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში უფროსის პირველ მოადგილედ.

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მრჩევლად სოციალური რეფორმების საკითხებში.

კომენტარები