NBA

ზაზა ფაჩულიას NBA ვესტბრუკთან ინციდენტის გამო დისკვალიფიკაციას არ მისცემს

NBA.com

NBA ზაზა ფაჩულიას რასელ ვესტბრუკთან ინცინდენტის გამო დისკვალიფიკაციას არ მისცემს.

ფაჩულიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორშაბათს გამართულ შეხვედრაში.

24 თებერვალს, შაბათს, ფაჩულიას "გოლდენ სთეით ვორიორსი" და "ოკლაჰომა სითი სანდერსს" შორის გამართულ შეხვედრაზე სანდერისის მოთამაშე რასელ ვესტბრუკი ფარქვეშ ბურთზე ნიკ იანგთან ბრძოლისას წაიქცა. მასთან ერთად წაიქცა თავად იანგიც, რამდენიმე წამის შემდეგ კი - ზაზა ფაჩულიაც, რომელიც ვესტბრუკს ფეხებზე დაეცა. 

მატჩს შემდეგ რასელ ვესტბრუკმა თქვა, რომ ფაჩულია "ბინძური მოთამაშეა" და რომ მას "ეს შემთხვევით არ მომხდარა. მას არავინ შეხებია, ის ჩემს ფეხებზე დაეცა, ცდილობდა, ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა".

კომენტარები