თბილისის განვითარების ფონდის საქმე

უგულავასთან ერთად სასამართლომ დამნაშავედ მერიის 4 ყოფილი მაღალჩინოსანი ცნო

ici.ge

საქართველოს მთავარი პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც დთეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დამნაშავეც ცნეს, განცხადებას ავრცელებს. უგულავასთან ერთად ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კიდევ ოთხ პირს გამოუტანეს. უგულავასთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე დამნაშავედ ცნეს მერის ყოფილი მოადგილე, ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი და ქ.თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი. ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე - გ.ს. კი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში, ხოლო ძველი თბილისის გამგებლის ყოფილი მოადგილე - დ.ჩ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ქ. თბილისის რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს, ქ. თბილისის მერიამ დააფუძნაააიპ „თბილისის განვითარების ფონდი“. ქ.თბილისის მერმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისისსაქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გ.უ.- მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. 2011 წლის ნოემბერში, მერიის მაღალჩინოსნების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ქ.თბილისის მერის - გ.უ- დავალებით, „თბილისის განვითარების ფონდში“ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტისთვის დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები, რომლებიც რეალურად წარმოადგენდნენ არაფონდის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს. დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზეუკანონოდ ირიცხებოდა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხა, რაც წინასაარჩევნოდ გაწეული პარტიული საქმიანობის სანაცვლოდ ხელფასის სახითურიგდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივისტებს - უბნის უფროსებსა და მიკრო კოორდინატორებს. ამ გზით 2011 წლის ნოემბრიდან -2012 წლისივნისის ჩათვლით პარტიული ინტერესებისთვის მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 13 852 497 ლარი.

მოგვიანებით, 2012 წლის ივნისიდან - ოქტომბრის ჩათვლით, გ.უ-ს დავალებით, პარტიული აქტივისთვის დასარიგებელი სახელფასო თანხა ააიპ „თბილისის განვითარებისფონდის“ ანგარიშიდან საბანკო ჩეკების გამოყენებით გამოჰქონდათ დანაშაულთან კავშირში მყოფ სხვა პირებს, რომელიც კოორდინატორების რაოდენობის მიხედვითეტაპობრივად ხელზე გადაეცემოდა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ხოლო მათი მეშვეობით უშუალოდ პარტიულ აქტივისტებს. აღნიშნული გზითმართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 34 328 463 ლარი. ქ.თბილისის მერის გ.უ-ს და მერიის მაღალჩინოსნების მიერ, პარტიული ინტერესებისთვის, მთლიანობაში მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარებისფონდის“ კუთვნილი 48 180 960 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქ. თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. ასევე, 2012 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით, ფონდის სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდდაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან, რაშიცგაიფლანგა ქ.თბილისის მერიის კუთვნილი საბიუჯეტო სახსრები 719 862 ლარი." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გიგი უგულავას 1 წლის და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და თბილისის ყოფილ მერს დღევანდელი სასჯელი მოხდილად ჩაეთვლება.

დანარჩენ სამ პირს განესაზღვრა 1 წლის და 2 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ხოლო გ.ს-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები