პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილზე Spice Girls იმღერესებს. ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მელანი ბრაუნმა თქვა.
როდესაც The Real-ის წამყვანმა მელანი ბრაუნს კითხა მართალია თუ არა ეს ინფორმაცია, ბრაუნმა მიუგო რომ ჯგუფის ხუთივე წევრი ქორწილზე იქნება წარმოდგენილი.
რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ Space Girls კვლავ იკრიბებოდა და ევროპაში ტურნეს აპირებდა, თუმცა მაშინ ეს არავინ დაადასტურა.
მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილი 2018 წლის, 19 მაისს შედგება.