მინის ჩამოვარდნა ბარათაშვილის ქუჩაზე

შსს: ბარათაშვილზე მინის ჩამოვარდნის დროს დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

0 კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტო: georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ქვეითად მოსიარულე 6 არასრულწლოვანი დაშავდა. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა", - აცხადებენ უწყებაში.

როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, მათთან სამი ბავშვი შეიყვანეს, თუმცა მათი ასაკი ამ დროისთვის უცნობია. კლინიკაში მყოფი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა და განსაკუთრებულად მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებათ. ერთის კი მძიმეა და მას ამ წუთებში ნეიროქირურგი უკეთებს ოპერაციას.

სამი ბავშვი გადაყვანილია ამტელ ჰოსპიტალშიც. როგორც ტაბულას კლინიკაში უთხრეს, მათ პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები