მუსტაფა ემრე ჩაბუქი

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს. ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის თქმით, ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. 

"მუსტაფა ემრე ჩაბუქი ჩართულია დაცვის სპეციალურ პროგრამაში, ისევე როგორც ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები. დაკმაყოფილდა მისი განცხადება და მას უკვე სახელმწიფო დაცვა იცავს. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ“, - ამბობს ბარათაშვილი ინტერპრესნიუსის ცნობით. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქის თქმით, არსებობდა საფრთხე, რაზეც "ხმამაღლა და დაწვრილებით" ვერ ისაუბრებდა.

საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი წინასაექსტრადიციო პატიმრობიდან 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 19 თებერვალს გაათავისუფლა. დემირელის კოლეჯის მენეჯერი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს, ბრალდებული კი - საქართველოსგან ლტოლვილის სტატუსს.

კომენტარები