ნადირობა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აგვისტომდე აიკრძალა

გარემოს დაცვის სამინისტრო

1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, ნადირობის სეზონი აგვისტოში გაიხსნება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აკრძალულ პერიოდში ნადირობა 500-700 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციასა და მოკლული ფრინველის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

"ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით, გაამკაცრებენ კონტროლს ამ მიმართულებით. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები“, - აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო. 

კომენტარები