შინაური ცხოველები

ბარბარა სტრეიზანდმა თავისი ძაღლისგან ორი კლონი შექმნა

The new daily

ბარბარა სტრეიზანდმა თავისი ძაღლისგან ორი კლონი შექმნა.

„თუ შანსი მოგვეცემოდა, რომ ყველაფერი თავიდან გაგვეკეთებინა, შევძლებდით კი ამას?“ - ასეთ კითხვას სვამს ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეისანდი თავის ერთ-ერთ სიმღერაში, რომელსაც სწრაფად გასცა დადებითი პასუხი, როცა საქმე საყვარელი შინაური ცხოველის, კოტონ ტულერის ჯიშის ძაღლის, სამანტას კლონირებაზე მიდგა.

მომღერლის ძაღლი 2017 წელს მოკვდა. სტრეიზანდი ყვება, რომ კლონირების განსახორციელებლად სამანტას პირის ღრუსა და მუცლის ქსოვილები გამოიყენეს და შედეგად ორი კლონი შექმნეს. კლონირებული ლეკვების მოყვანის შემდეგ კი იმდენად რთული გახდა მათი გარჩევა, რომ სტრეიზანდმა ისინი განსხვავებული, იასამნისფერი და წითელი ფერის სამოსში გამოაწყო. სახელები ფერების მიხედვით შეარჩია - მის ვიოლეტი და მის სკარლეტი.

ოსკაროსანმა მსახიობმა პრესას უთხრა, რომ ლეკვების მოლოდინში კიდევ ერთ ძაღლს შეხვდა, რომელსაც, მისი თქმით, აშკარა კავშირი ჰქონდა სამანტასთან, თავის პირველ ძაღლთან და გადაწყვიტა ისიც აეყვანა. ძაღლს სასაცილო გოგონა [Funny Girl] ერქვა, რაც იმ ფილმის ზუსტი სახელწოდებაა, რისთვისაც მსახიობმა ოსკარი მოიპოვა.

ბარბარა სტრეიზანდი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის ლეკვების გაზრდას, რათა ნახოს დაემსგავსებიან თუ არა ისინი სამანტას ყავისფერი თვალებითა და სერიოზული ხასიათით. 

მსახიობის მიერ გადადგმულ ნაბიჯს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა, არიან ისინიც, ვინც მას გადაწყვეტილებას არ უწონებს. ყველაზე დიდი და ცნობილი ცხოველთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია PETA, ბარბარა სტრეიზანდს მოუწოდებს, რომ რეკლამირების მაგიერ, უარი თქვას შინაურ ცხოველთა კლონირებაზე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ როდესაც მსოფლიოში არსებობს მრავალი მიუსაფარი ცხოველი, რომელთაც სახლი და პატრონობა სჭირდება, კლონების გამოყვანა არაეთიკურია.

კომენტარები