მია ხალიფა: პორნო ინდუსტრიიდან ISIS-ის მუქარების გამო წამოვედი

Independent.co.uk

ლიბანელმა პორნო ვარსკვლავმა მია ხალიფამ, პორნო ინდუსტრიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც ტერორისტული ორგანიზაცია ISIS მოკვლით დაემუქრა.

"ყველაფერი მაშინ გამოვიდა კონტროლიდან, როდესაც ISIS მოკვლით დამემუქრა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ინდუსტრია უნდა დამეტოვებინა." - თქვა მია ხალიფამ.

პორნო ვარსკვლავს რამდენიმე ეპიზოდში, სექსის დროს ტრადიციული სამოსი, ჰიჯაბი ეკეთა. სწორედ, ამის შემდეგ გავრცელდა მის მიმართ მუქარები.

"როდესაც უკან ვიხედები, ვერ ვხვდები რაზე ვფიქრობდი. 21 წლის სულელი გოგო ვიყავი. როდესაც პოპულარობის მოხვეჭა დავიწყე, მაშინვე ვიფიქრე, რომ ამ ყველაფერს უნდა გავცლოდი. ეს არ იყო ის, რასაც მე ვცდილობდი. უბრალოდ მინდოდა, რომ მეამბოხე ვყოფილიყავი." - თქვა მია ხალიფამ. 

კომენტარები