მოდა

რიკარდო ტიში BURBERRY-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

Highsnobiety.com

რიკარდო ტიში Burberry-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა, ტიშიმ პოსტზე კრისტოფერ ბეილი ჩაანაცვლა.

2005 წლიდან 2017 წლამდე რიკარდო ტიში Givenchy-ს კრეატიული დირექტორის პოსტს იკავდებდა. ერთ წლიანი შესვენების შემდეგ იტალიელი დიზაინერი, ბრიტანულ მოდის სახლში გააგრძელებს საქმიანობას.

რიკარდო ტიშის თქმით, მისთვის ბრიტანულ მოდის სახლში კრეატიული დირექტორის თანამდებობის დაკავება დიდი პატივია.

"მე უდიდესი პატივისცემა მაქვს Burberry-ს ბრიტანული მემკვიდრეობის მიმართ და ძალიან აღელვებული მაქვს იმ პოტენციალით, რაც ამ ბრენდს აქვს" - თქვა რიკარდო ტიშიმ.

კრისტოფერ ბეილიმ Burberry-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.

კომენტარები