ტურიზმი

Rixos-ი ბორჯომს ტოვებს, სასტუმროს მფლობელი უფრო მაღალი კლასის ბრენდს ეძებს

rixos

BMG-ის ინფორმაციით, 13 აპრილს Rixos-ის ბრენდი სასტუმრო "Rixos-ბორჯომს" ოფიციალურად დატოვებს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელი კომპანია "ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის" დირექტორის განცხადებით, ისინი სასტუმროსთვის უფრო მაღალი კლასის ბრენდს ეძებენ, ბრენდის მოძიებამდე კი სასტუმროს "ბორჯომი ლიკანი" ერქმევა.

Rixos Hotels-ი თურქული ბრენდია, ის სასტუმროებს ეგვიპტეში, თურქეთში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. 2000 წელს დაფუძნებული კომპანია სულ 27 სასტუმროს ოპერატორია.

შესაძლოა, ბორჯომში მდებარე სასტუმროს ოპერატორი Marriott-ი, Hilton-ი ან სხვა ცნობილი ბრენდი გახდეს.

Rixos ბორჯომი საპარტნიორო ფონდისა და ყაზახური კომპანია KazMunaiGaz Service-ის ერთობლივი პროექტია. 

კომენტარები