ოჯახში ძალადობა

შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთ კვირაში 4 პირი დავაკავეთ

usnews.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

"ოჯახში ძალადობის კუთხით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა და მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, როგორც ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა მხრიდან. შესაბამისად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთსა და შიდა ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით 4 პირია დაკავებული", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შსს-ს წარმომადგენელმა, მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები