მაგთი

გაზრდილი ტარიფი, მაგთის განცხადება და უკმაყოფილო მომხმარებლები

0 კომენტარი

კომპანია მაგთი საჯარო მოხელეებისთვის ინტერნეტის ტარიფის 3-ჯერ გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ ის ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებას სახელმწიფო ორგანიზაციებთან აფორმებს და არა ინდივიდუალურად მომხმარებლებთან, შესაბამისად, მათივე თქმით, მომხმარებლების ინფორმირებას თავიანთ პასუხისმგებლობად არ მიიჩნევენ. 

"სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს,"- წერს კომპანია. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გუშინ, 1 მარტს დაასახელა. 2018-2019 წლებში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს მობილური ინტერნეტით მაგთიკომი, ჯეოსელი და ბილაინი უზრუნველყოფენ. 

ახალი ტენდერის განახლებული პირობების თანახმად, კორპორატიული ნომრების მფლობელებს მობილური ინტერნეტის ტარიფი გაეზარდათ. 1 მარტიდან საჯარო სექტორში დასაქმებული მაგთის აბონენტები 5 ლარად 15 GB-ის ნაცვლად 5 GB-ის შეძენას შეძლებენ. 

ამასთან, მაგთიმ მომხმარებლებს ის ინტერნეტ-პაკეტები გაუუქმა, რომელიც ძველი სატენდერო პირობების ფარგლებში ჰქონდათ შეძენილი და ამის შესახებ მათ მხოლოდ გუშინ საღამოს აცნობეს, რასაც სოციალურ ქსელში მომხმარებლის უკმაყოფილება მოყვა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები