ცენზურა

რატომ აკრძალა ჩინურმა ცენზურამ ასო N-ის გამოყენება

Reuters

ჩინეთში მარქსიზმ-ლენინიზმისა და მაო ძედუნის მოძღვრებებმა მორიგ წარმატებას მიაღწია - სამთავრობო ცენზურამ ლათინური ანბანის ასო N აკრძალა

ჩინეთში ბოლო 5 დღის განმავლობაში ცენზურა გააქტიურდა, რისი მიზეზიც კომუნისტური პარტიის ყრილობის ინიციატივაა გაუქმდეს პრეზიდენტად არჩევის ლიმიტი. ლიმიტის გაუქმება პრეზიდენტ სი ძინპინს ხელისუფლებაში პრაქტიკულად უვადოდ დარჩენის საშუალებას მისცემს.

ცენზურის ახალი ტალღა ქვეყნის კონტროლირებად სამესიჯო აპლიკაციებს შეეხო, მომხმარებლები ვეღარ აგზავნიან სიტყვებს - იმპერატორი, პიროვნების კულტი და ასე შემდეგ. აიკრძალა ლათინური ასო N-ის გამოყენებაც. CNN-ის ინფორმაციით, N გამოხატავს სიტყვა Number-ის დასაწყისს, რაც სავარაუდოდ საპრეზიდენტო ვადებზე მიანიშნებს.

აკრძალული სიტყვების სია:

ვეწინააღმდეგები



ფოტო: Getty Images

სამარცხვინო

პიროვნების კულტი

1984

ცხოველების ფერმა

მონობა (საუბარია სიტყვა მონობაზე)

ვემიგრირდეთ



ფოტო:
Slate

ლიანდაგები შეიცვალა

გვირგვინამდე აღზევება

სი ძედუნი

დიდება იმპერატორს



ფოტო: scmp.com

ასევე აიკრძალა:

  • ისტორიის ბორბალი
  • ნებაყოფლობით ვხდები ვეგეტარიანელი
  • ხელები დავიკაპიწოთ

სი ძინპინი 2012 წლის ნოემბრიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური მდივანი და 2013 წლის მარტიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები