კიბერთავდასხმა

კრემლმა გერმანიაზე კიბერთავდასხმასთან კავშირი უარყო

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი ფოტო: Reuters

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარყო რუსი ჰაკერების გერმანიაზე კიბერთავდასხმასთან კავშირი და თქვა, რომ უკვე რუსეთს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ყველა მსგავს თავდასხმაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ ვამჩნევთ, რომ მსოფლიოში ყველა ჰაკერულ თავდასხმას რუს ჰაკერებთან აკავშირებენ, მაგრამ ყოველ ჯერზე ბრალმდებლებს ამის მტკიცებულება არ აქვთ." თქვა მან პრესკონფერენციაზე.

გერმანიის განცხადებით ჰაკერებმა მთავრობის კომპიუტერულ ქსელში შეაღწიეს. გერმანული მედიის ინფორმაციით თავდასხმის უკან რუსი ჰაკერების ჯგუფი APT28 დგას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები