ბურკინა-ფასო

ბურკინა-ფასოს დედაქალაქში შეიარაღებული პირები საფრანგეთის საელჩოს დაესხნენ თავს

Reuters

ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში შეიარაღებული პირები საფრანგეთის საელჩოს და არმიის მთავარ სამმართველოს დაესხნენ თავს.

საფრანგეთის ელჩის თქმით ქალაქში მომხდარი აფეთქებები ტერორისტული თავდასხმაა.

"საფრანგეთის საელჩოზე და ფრანგულ ინსტიტუტზე თავდასხმაა. დარჩით დამალულები იქ სადაც ხართ." ეწერა საელჩოს Facebook გვერდზე.

თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა უკანასკნელი წლების მანძილზე რეგიონში ალ-ქაიდასა და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული დაჯგუფებები მოქმედებენ. გასულ აგვისტოს უაგადუგუში, რესტორანში ჯიჰადისტმა 18 ადამიანი მოკლა. 2016 წლის იანვარში რესტორანსა და სასტუმროზე მომხდარ თავდასხმაზე, რომელსაც 30 ადამიანი ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ალ-ქაიდამ აიღო.

კომენტარები