გიორგი სანაიას მკვლელობა

გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების მიზეზად პროკურატურა "შესაძლო ახლადგამოვლენილ გამოებებს" ასახელებს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს. 

"საქართველოს პროკურატურის მიერ შესწავლილი იქნა პირველადი ინფორმაცია, მოხდა გასაუბრება მსჯავრდებულ კ.ც.-სთან, ასევე მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებთან და იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა საქმეზე ადგილი ჰქონდეს ახლადგამოვლენილ გარემოებებს, გაჟღერებული ინფორმაციის ობიექტურად და სრულყოფილად გადამოწმების მიზნით პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების დაწყების თაობაზე. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, ხოლო მიღებული შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის ფაქტზე, 2001 წლის 05 დეკემბერს  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს მოქალაქე გრიგოლ ხურცილავა. ხურცილავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის 09 ივლისს დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის ,,გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. აღნიშნული განაჩენი, განზრახ მკვლელობის ნაწილში უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ.

კომენტარები