შსს

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის ბრალდებით შსს-მ 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომელმა ახალციხისა და ჭარალის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს 2, უზბეკეთის 1 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავა. 

დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გაკავეთის მცდეობა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტქით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 5 წლამდე. 

კომენტარები