საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

TI-ის კვლევა: ხელისუფლების "პიარისათვის" საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია

0 კომენტარი
ფოტო: http://www.sanjoseinside.com//

არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. 

საკვლევე პერიოდი 2012 წლის ოქტომბრიდან, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით მონაკვეთს მოიცავს. TI-ის კვლევის მიხედვით, მათ გამოითხოვეს 121 საჯარო უწყებიდან ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებმა ჯამში 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო თანამშრომელთა რაოდენობა 423-დან 643-მდე გაიზარდა. 

ამასთან, ამ მონაცემებში არ არის აღნიშნული მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემები, რადგან მათ არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაცია არ მიაწოდეს.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 300 000 ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ, როცა თავდაცვისა სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს 3 800 000 ლარზე მეტი დაუჯდა, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს კი - 3 600 000 ლარამდე.

TI-ის განცხადებით, 2016 საარჩევნო წელს როგორც თანამშრომელთა, ისე საბიუჯეტო დანახარჯების ოდენობამ პიკს მიაღწია.


ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები