რაგბი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 23:10 დაამარცხა

საქართველო-ესპანეთი
საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, 3 მარტს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 23:10 მოუგეს. ქართველი მორაგბეები სამიდან სამი გამარჯვების შემდეგ, ცხრილის სათავეში არიან.

ბორჯღალოსნები მომდევნო მატჩს 10 მარტს, სტუმრად, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

კომენტარები