არჩილ ტატუნაშვილის საქმე

საპატრიარქო: ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას წითელი ჯვარი ჩამოასვენებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქმ, არჩილს ტატუნაშვილის ცხედრის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას წითელი ჯვარი ჩამოასვენებს.

"დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს." - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ილია II-მ რუსეთის პატრიარქს, კირილეს წერილი გაუგზავნა, სადაც მას შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოსცენ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. საოკუპაციო რეჟიმი ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობს.

კომენტარები