დავიდე ასტორის გარდაცვალება

ფიორენტინას კაპიტანი, 31 წლის დავიდე ასტორი გარდაცვლილი იპოვეს

Metro.co.uk

საფეხბურთო კლუბ "ფიორენტინას" კაპიტანი და იტალიის ნაკრების წევრი, 31 წლის დავიდე ასტორი გარდაცვლილი იპოვეს.

Udine Today-ს ცნობით, ასტორე უდინეში, საკუთარ სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი. კაპიტანი თავის საფეხბურთო გუნდთან ერთად, სერია ა-ს 27-ე ტურის მატჩის სათამაშოდ იყო ჩასული.

31 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ასტორი 2006-2008 წლებში მილანში, ხოლო 2014-2015 წლებში რომაში თამაშობდა. 2015 წლიდან გარდაცვალებმდე დავიდე ასტორი ფიორენტინას ღირსებას იცავდა.

კომენტარები