კრიმინალი

შსს: დავაკავეთ 5 პირი, რომლებმაც ნაცნობს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს

შსს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს, მათ შორის 3 - წარსულში ნასამართლევია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ მ.შ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

"ეს მათ მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული ხმოვანი ჩანაწერი თავიანთ სანაცნობო წრეში გაავრცელეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს - აცხადებს შსს,

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები