ვითარება გზებზე

წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა.

"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს დილით აიკრძალა.

კომენტარები