იტალიის საპარლამენტო არჩევნები 2018

წინასწარი შედეგებით იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიცია ლიდერობს

Getty Images

გუშინ იტალიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით უმრავლესობის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ შეძლო. საარჩევნო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 50%-ზე მეტს ჰქონდა დაფიქსირებული.

ყველაზე მეტი ხმა ამ დროისათვის ყოფილი პრემიერმინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციას აქვს. მათ ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 36% მოიპოვეს. პროგნოზებისგან განსხვავებით კოალიციაში ყველაზე მეტი ხმა ჯერ-ჯერობით არა ბერლუსკონის Forza Italia-ს, არამედ ულტრა-მემარჯვენე "ჩრდილოეთის ლიგას" აქვს.

მემარჯვენე ცერტრისტული კოალიციის შემდეგ მეორე ადგილზე ამ დროისათვის "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობაა" ხმების 31%-ით. ყოფილი პრემიერის, მატეო რენცის დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ცენტრისტული კოალიცია მესამე ადგილს იკავებს.

საბოლოო შედეგების შემდეგ იტალიაში სამთავრობო კოალიციის ფორმირების მოლაპარაკებები დაიწყება. თუ მოლაპარაკებები ვერ შედგა შესაძლოა ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, რათა რომელიმე პარტიამ ან კოალიციამ უმრავლესობის მოპოვება შეძლოს.

ხუთი ვარსკვლავის პარტია კოალიციის ვარიანტს გამორიცხავდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხზე პოზიცია შეარბილა და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად განაცხადა, რომ კოალიციაში შესვლას იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ გადამწყვეტი შედეგი არ დადგება. ერთ-ერთი ვარაუდით, შესაძლოა კოალიცია მათსა და ჩრდილოეთის ლიგას შორის შედგეს, რასაც, სავარაუდოდ, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდში რიტორიკის შერბილებისა, იტალიის ევროზონის წევრობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება ან ევროკავშირთან თანამშრომლობის გადახედვა მოჰყვება.

იტალიური მედია პოპულისტური პარტიების გაზრდილ მხარდაჭერას ბრექსითს და ტრამპის არჩევას ადარებს.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მთავარი პარტია რუსეთთან უერთიერთობების გაუმჯობესების მომხრეა.

წინასაარჩევნო კამპანიების და დაპირისპირების შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები