ვითარება გზებზე

მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ალპანა-ცაგერის გზაზე შეზღუდვებია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე მოძრაობა იკრძალება. უწყება ამის მიზეზად მეწყრული პროცესების გააქტიურებას ასახელებს.

"მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ორბელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები