ოსკარი 2018

ჯიმი კიმელი: სამყარო ჩვენ გვიყურებს და მათ მაგალითი უნდა მივცეთ

0 კომენტარი
ფოტო: Variety.com

რამდენიმე საათის წინ ლოს ანჯელესში, ოსკარის 90-ე ცერემონია დასრულდა.

საღამოს Jimmy Kemmel Live!-ის წამყვანი ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მან ცერემონიის დაწყებამდე ხალხს სიტყვით მიმართა.

"ოსკარი ყველზე საყვარელი და პატივსაცემი კაცია ჰოლივუდში და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მას ყოველთვის გამოსაჩენ ადგილას აქვს ხელები, არასდროს იძახის უხეშ სიტყვებს და რაც ყველაზე მთავარია - არ აქვს პენისი. ოსკარი არის ლიმიტების ქანდაკება. ზუსტად ასეთი კაცები გვჭირდება ქვეყანაში.

რაც მოხდა ჰარვი ვაინშტანის თავს, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი ვადაგადაცილებულია. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ მსგავსი ცუდი ქცევები კვლავ განმეორდეს. სამყარო ჩვენ გვიყურებს და მათ მაგალითი უნდა მივცეთ. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ თუ აქ წარმატებულები ვართ, ჩვენ თუ ერთად შეგვიძლია სამსახურებში სექსუალური შევიწროების შესაჩერებლად მუშაობა , ჩვენ თუ ამას ვიზამთ, მაინც იარსებებს სხვა ადგილები, სადაც ქალებს მუდმივად მოუწევთ გაუმკვლავდნენ სექსუალურ შევიწროებას. დიდი იმედი მაქვს უსმენთ ყველა იმ მამაც ადამიანს, რომლებიც მხარს უჭერენ #metoo და Time's up მოძრაობებს, რასაც ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანია." - თქვა ჯიმი კიმელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები