ბადაგონის საქმე

სამინისტრო: იმედია ყველა პარტნიორი ჩვეულებრივ გააგრძელებს ურთიერთობებს ბადაგონთან

0 კომენტარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპანია ბადაგონის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო და ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე ეხება ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

"დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს. ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს „ბადაგონთან“ და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება." - წერია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ „ბადაგონის“ თბილისის სათაო ოფისმა საქმიანობა შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ გააკეთა. 

ღვინის მწარმოებელ კომპანია "ბადაგონში" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თებერვალის დასაწყისში შევიდა. უწყებამ საქმე "ბადაგონის" ყოფილი მეწილის კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" სარჩელის საფუძველზე აღძრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები