ბიონსე და Jay-Z

BEYONCE და JAY-Z ერთად კონცერტებს გამართავენ

NME.com

ბიონზე და ჯეი-ზი ერთად ტურნეს გამართავენ, ამის შესახებ რამდენიმე უცხოურ მედიებს წყვილის მეგობარმა უთხრა.

"მათ ტურნეზე ერთად წასვლა აქვთ დაგეგმილი. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე მოხდება, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა. ორივე ამას ძალიან ელოდება" - თქვა წყვილის მეგობარმა.

რამდენიმე საათის წინ მათი კონცერტების შესახებ ინფორმაცია, ბიონსეს ოფიციალურ Facebook გვერდზეც დაიდო, თუმცა ის ახლა წაშლილია.

ბიონსე და ჯეი-ზი ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ჟურნალ People-ს ცნობით, კონცერტები 2018 წლის ივლისის ბოლოს გაიმართება.  

კომენტარები