კრიმინალი

საგამოძიებო სამსახური: არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოვავლინეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რუსთავში არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, რუსთავში, ერთ - ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები - „პოკერი“ და ე.წ. „რულეტკა.“

"აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა შევიდოდა" - აცხადებს სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  1 - დან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები