28 წლის ფოტოგრაფმა კამერონ-ჯეიმს უილსონმა 3D მოდელი, სახელად შუდუ შექმნა.
"შუდუ ყველაფერს იმას გამოხატავს, რასაც მე სილამაზედ აღვიქვამ და ხშირად ვერ ვხედავ. ამასთან ერთად, დღეს ყველაფერი იცვლება - ხალხმა ხშირად უნდა დასვა კითხვა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე" - თქვა ფოტოგრაფმა.
ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილმა, უილსონი რასიზმში დაადანაშაულა. მათი თქმით, ეს თეთრი ფოტოგრაფის მხრიდან მცდელობაა, რომ ფერადკანიანი ქალები უმუშევრები დარჩნენ.