მუსიკა

ჯაზის ლეგენდა ჰერბი ჰენკოკი ახალ ალბომზე ცნობილ რეპერებთან ერთად მუშაობს

Billboard

ჯაზის ლეგენდა ჰერბი ჰენკოკი ახალ ალბომზე მუშაობს. ჰენკოკის თქმით, ალბომის შექმნაში ბევრი ცნობილი, სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსი იღებს მონაწილეობას. მათ შორის არიან: კენდრიკ ლამარი, სნუპ დოგი, უეინ შორტერი, common და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენკოკი მუსიკის აღიარებული ლეგენდა და 14 გრემის ჯილდოს მფლობელია, მისი თქმით, ის ახალგაზრდა არტისტებისგან ძალიან ბევრს სწავლობს.

ჰერბი ჰენკოკი ცნობილია ორიგინალური სტილით, რომელმაც, ჯაზის გარდა, მუსიკის სხვა ჟანრებზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მისი ჰიტი "Rockit" 70-მდე ჰიპ-ჰოპ ჩანაწერშია გამოყენებული. მუსიკოსის აზრით, ჰიპ-ჰოპსა და ჯაზს შორის ძლიერი კავშირია. 2016 წელს, Billboard-თან ლაპარაკისას, ჰენკოკმა აღნიშნა, რომ კენდრიკ ლამარის ჰიპ-ჰოპ ალბომი "To Pimp a Butterfly" რეპიდან ჯაზისკენ გაკვალული გზაა.

პროექტის პროდუსერი ტერანს მარტინია, რომელიც მანამდე კენდრიკ ლამართან და სნუპ დოგთანაც მუშაობდა.

ახალი ალბომი, სავარაუდოდ, 2018 წელს გამოქვეყნდება.

 

კომენტარები