უკრაინა

Unian: პოლიციის მანქანა, რომელიც პოროშენკოს ესკორტს აცილებდა, 88 წლის კაცს დაეჯახა

Unian

უკრაინული საინფორმაციო სააგენტო უნიანის ცნობით, პოლიციის მანქანა, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ესკორტს აცილებდა, ფეხით მოსიარულეს შეეჯახა. 

შემთხვევა ინსტიტუტის და შელკოვიჩნოს ქუჩების კვეთაზე მოხდა. 

კაცი, ვისაც მანქანა დაეჯახა, 88 წლის არის. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულს ფეხები აქვს მოტეხილი, აქვს ტვინის შერყევაც. მოხუცი რეანიმაციაშია მოთავსებული. 

მომხდარზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის საგზაო მოძრაობის წესების და/ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევის ან მუხლით დაიწყო. 

კომენტარები