დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

პარლამენტის კომიტეტი საკრებულოს: იმოქმედეთ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად

სამხრეთის კარიბჭე

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტი ბორჯომში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და საკრებულოს მოუწოდებს, იმოქმედოს ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად. 

"სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათი შრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე.

ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის.

ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსენსუსისთვის. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.

ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში ინტერვენცია, ვიწრო პარტიული პოლიტიკის თავს მოხვევის და ხელისშემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით.

და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად" - აცხადებს პარლამენტის კომიტეტი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სამი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. გაიფიცნენ მერი და თანამშრომლები, შესაბამისად, მერია არც მოქალაქეებს ემსახურებოდა. მიზეზი საკრებულოს გადაწყვეტილება გახდა - გასულ კვირის სხდომაზე მერიის თანამდებობის პირებისთვის ხელფასის მომატების ინიციატივა ჩავარდა.

რა ხდება ბორჯომის საკრებულოში, დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები