თბილისის მერია

კალაძე: გაფრთხილება 500 სამშენებლო ობიექტს მივეცით, 272 - დაჯარიმდა

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე, ზედამხედველობის სამსახურმა გაფრთხილება 500 ობიექტს მისცა.

"მათგან უკვე დავაჯარიმეთ 272 სამშენებლო ობიექტი, შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ.

ჩვენ დავიწყეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგებით უკანონო და სხვადასხვა სახის დარღვევით მიმდინარე მშენებლობების საკითხს" - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა მშენებლობებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვს. შესაბამისი ინიციატივით მერიამ პარლამენტს უკვე მიმართა.

კომენტარები