თბილისის მერია

კალაძე: დაჯარიმების პროცესი უფრო ეფექტური უნდა გახდეს

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, აუცილებელია ზედამხედველობის სისტემის რეფორმა. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური უფრო მობილური უნდა გახდეს, ხოლო დაჯარიმების პროცესი - უფრო ეფექტური. 

"ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის მტკივნეული და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებით, ხშირად იხმარება სიტყვები - "უსისტემო", "უკანონო", "ქაოსური"... თბილისი თანამედროვე დედაქალაქია, ეს უწესრიგობა და დარღვევები, რაც დღეის მდგომარეობით ასებობს, აუცილებლად უნდა დავასრულოთ და შევცვალოთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ამისთვის და ამიტომაც, ზედამხედველობის გაძლიერება და დახვეწა ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება" - განაცხადა კალაძემ და ვიცემერს ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით მუშაობა დაავალა.

"განვახორციელოთ ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმა, გავაძლიეროთ, უფრო მობილური გავხადოთ, გადავამზადოთ თანამშრომლები. შეიძინეთ ყველანაირი აღჭურვილობა - კამერები, ფორმები, ავტომობილები.. გააკეთეთ ისე, რომ ეს სამსახური იყოს უფრო ეფექტური და შესაბამისად, უმაღლეს დონეზე განახორციელოთ საზედამხედველო ფუნქციები.

ასევე მნიშველოვანია, შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები" - განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები