სუმო

ტოჩინოშინმა ტრავმის გამო შესაძლოა გაზაფხულის ბაშო გამოტოვოს 

0 კომენტარი
ფოტო: Taichai

ტოჩინოშინმა ტრავმის გამო შესაძლოა გაზაფხულის ბაშო გამოტოვოს. მას ბარძაყის კუნთი აქვს გაწყვეტილი.

ლევან გორგაძე ვარჯიშის დროს გუშინ, 6 მარტს დაშავდა. შეძლებს თუ არა ტოჩინოშინი შეჯიბრებაში მონაწილეობას, დღეს ან ხვალ გაირკვევა.

ჰარუ ბაშო ოკასაში 11 მარტს იწყება. 

ქართველმა სუმოისტმა, ტოჩინოშინმა ზამთრის შეჯიბრი, ჰაცუ ბაშო იანვარში მოიგო. მან 15 ბრძოლიდან 14-ში გაიმარჯვა და იმპერატორის თასის მფლობელი მესამე ევროპელი გახდა. 

ჰაცუ ბაშოს შემდეგ ტოჩინოშინმა კიდევ ერთი ტურნირი მოიგო. ლევან გორგაძემ ტელეკომპანია ფუჯი TV-ის ერთდღიან ჩემპიონატზე გაიმარჯვა.ერთ-ერთი, ვინც მან დაამარცხა, ყველაზე მაღალი რანგის სუმოისტი, იოკოძუნა - ჰაკუჰო იყო. მთლიანობაში ტოჩინოშინმა 5 ბრძოლა ჩაატარა და ყველაში გაიმარჯვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები