ფინანსთა სამინისტრო

ყალბი დიპლომების დამზადება-გაყიდვის ფაქტზე 2 პირი ამხილეს

ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი ამხილეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და აჭარის რეგიონში არსებული ერთერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი 3 300 ლარად გაასაღა. 

ხოლო მეორე შემთხვევაში კი, იმერეთის რეგიონში არსებული დაწესებულების ხელმძღვანელმა დაამზადა და 1 800 ლარად გაასაღა ოფისმენეჯერის სპეციალობის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას 4-დან 6 წლამდე. 

კომენტარები